საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„ვირტუალური აქტივების სამართლებრივი ასპექტები - ბიტკოინიდან ბლოკჩეინამდე“

თსუ იურიდიული ფაკულტეტისა და ახალგაზრდა ევროპელი ელჩების თანამშრომლობის ფარგლებში, თსუ ევროკლუბის ორგანიზებით გაიმართა ღონისძიება - „ვირტუალური აქტივების სამართლებრივი ასპექტები - ბიტკოინიდან ბლოკჩეინამდე“. 

 

შეხვედრას უძღვებოდა დარგის სპეციალისტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების სამართლის ექსპერტი, ვახტანგ ჩხენკელი. ღონისძიებაზე განხილულ იქნა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა: კრიპტო აქტივების მნიშვნელობა და შესაძლებლობები, ვირტუალური აქტივების განვითარების ისტორია, კრიპტო ბაზრები.

 

მონაწილეებმა ინფორმაცია მიიღეს ვირტუალური აქტივების კლასიფიკაციისა და გამოსაყენებელი სამართლის შესახებ, ასევე იმ ცვლილებისა და ინოვაციების შესახებ, რომლებიც ქართულ კანონმდებლობაში გხვდება. აღსანიშნავია, რომ ღონისძიება მიზნად ისახავდა ინოვაციების ინტეგრირებასა და გაცნობას იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისათვის.

თარიღი: 25/03/2024